Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შტუტგარტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი

23 - 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს სტუმრობენ შტუტგარტის (გერმანია) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - მარკუს ბრენდლი და მისი კოლეგები, ამავე უნივერსიტეტის მკვლევარ-ასისტენტები - ქრისტინა სოტირიადუ, ეველინ ჰოფარტი, კატარინა კუნცი და ტობიას ბარი. მათ გამართეს სტატისტიკური პროგრამის R-ის ვორქშოპი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებებათა მიმართულებების წარმომადგენლებისთვის.

ვორქშოპის ფარგლებში, შტუტგარტის უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა მონაწილეებს პროგრამის საფუძვლები და მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. მსგავსი შეხვედრები, ერთის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ურთიერთობას, მეორეს მხრივ, კი ფაკულტეტისთვის ახალი, საინტერესო სასწავლო კურსების დანერგვის წინაპირობაა. ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის ეცნობა თანამედროვე პროცესებს და ნერგავს ისეთ ახალ კურსებს, რომლებიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც განათლების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების მიმართულების დოქტორანტები გააკეთებენ სამეცნიერო მოხსენებებს სადისერტაციო თემებთან დაკავშირებით, მიიღებენ რეკომენდაციებს და განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომლებიც ქართული და გერმანული მხარის სამეცნიერო და პედაგოგიურ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.

ღონისძიება ერაზმუს+ ინსტიტუციათა შორის შეთანხმების გრანტის ფარგლებში ხორციელდება.